ხათუნა ჟორდანია სოციალური ქსელით ავრცელებს ამ ინფორმაციას. როგორც ის წერს, ნინის გათხოვებას რაღაც პერიოდი მალავდა.
“ჩემი შვილი გათხოვდა… უკვე დიდი ხანია!
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ჰქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ” – წერს ჟორდანია “ფეისბუქზე”.