“თუ ვინმე ჩემს ფბ მეგობრებში ელისაშვილის მეხოტბე ხართ, დამტოვეთ!” – აცხადებს პარტია “სამართლიანობისთვოს” ლიდერი ეკა ბესელია.
“თუ ვინმე ჩემს ფბ მეგობრებში შემთხვევით ხართ ელისაშვილის მხარდამჭერი ან მისი მეხოტბე – დამტოვეთ -თხოვნა მაქვს ან მე დაგემშვიდობებით. ჩემთვის ეს ადამიანი წითელი ხაზია! დავალებებს ასრულებდა მაშინაც ,როცა უსამართლოდ მესხმოდა თავს და საშინელ ცილისწამებას იგონებდა , ( სხვათაშორის სასამართლო დავით დავუმტკიცე რომ ცილისმწამებელია) ახლაც იყიდეს, როდესაც მანდატის გამო ყველაფერს კადრულობს. ჩემს ფბ მეგობრებში თუ ვინმეს ელისაშვილი მოგწონთ, ძალიან გთხოვთ გამეცანით და დაწერეთ.” – წერს ეკა ბესელია.