უკვე მეორე დღეა, რაც აწ უკვე ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი სელფი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელზეც საზოგადოება საუბრობს.
მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, გიორგი გახარიას ფოტომ გამოხმაურებების კუთხით, რეკორდი მოხსნა – ფოტოს 193 000-ზე მეტი ემოცია აქვს.გიორგი გახარიას „მიმდევრები” გამოუჩნდნენ, მაგალითად, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.
მან ექსპრემიერისგან განსხვავებით, ფოტო არა სამინისტროში თანამშრომლებთან ერთად, არამედ – გუგუტიანთკარში სუფრაზე, სუფრის წევრებთან ერთად გადაიღო, მერე გახარიას მსგავსად სოციალურ ქსელში ატვირთა და პოსტი ასე დაასათაურა: „გახარია არა ..ე . გუგუტიანთკარიდან.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.