გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი მისი ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებებს ეხმაურება და ბრალდებულების იმ მშობლებს მიმართავს, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დღეს აქციების ჩატარება დააანონსეს.
“ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში და კითხეთ რას ნიშნავს შვილის მონატრება ! საკუთარ მკვლელ შვილს, რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის ჩვენ სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში !!! და ამას ვინმე გაპატიებთ ? არასოდეს !!!” – წერს ანი შაქარაშვილი.