ერთადერთი ბიძინასთან ლაპარაკი შეიძლება, მას უნდა ვუთხრათ, რომ მის ფეხქვეშ მიწა იწვის და მოდი ვილაპარაკოთო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში რუსთაველის გამზირიდან განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია დაიწყება.
“ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ბიძინამ უნდა დაინახოს, რომ მის ფეხქვეშ მიწა იწვის, მაგრამ გამოსავალიც არსებობს ამასთანავე. თუ მას მხოლოდ იმას ვეტყვით, რომ შენ ფეხქვეშ მიწა იწვის, ის შეიძლება გადავიდეს აგრესიაზე. ამიტომ უნდა ვუთხრათ, მიწა იწვის, დრო ცოტა გაქვს. ამ ცოტა დროში მოდი დავილაპარაკოთ. ეს ვუთხარი დღეს ბიძინას და ამაზე გამიბრაზდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ბიძინასთან ლაპარაკი როგორ შეიძლებაო. კი ბატონო, მაშინ ბიძინას ნუ დაელაპარაკებით და ელაპარაკეთ კობახიძეს, რა შედეგსაც მიიღებთ, ვნახოთ. ერთადერთი ბიძინასთან ლაპარაკი მოიტანს შედეგს, ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
როგორც კი გამოვა არენაზე და აიღებს პასუხისმგებლობას, მშვენივრად იცის, რომ იმ მომენტიდან მას მანევრი აღარ აქვს. დღეს მას აქვს მანევრი – შეახოცოს ხელი კობახიძეს… კობახიძე ცუდი ბიჭია? – რა პრობლემაა, აგერ არის თალაკვაძე. ხალხიც იტყვის, თაკვაძე არ ილანძღება, აგერ პაპუაშვილი, წვერი თუ გაიპარსა ისიც კარგი ბიჭი იქნება და ა. შ,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ipress.ge