ზოგს ეს კონცერტი არ მოეწონა იმის გამო, რომ წულუკიანს მოჰკრა წინა რიგში თვალი, ზოგს სალომე ზურაბიშვილის ხილვა არ ესიამოვნა და ზოგსაც ზოგიერთი სასულიერო პირის. ამით ნუ განვსჯით
სიქსტის კაპელაში საპატრიარქოს სიმღერის გუნდის მიერ გამართულ წარმოდგენას ჰქონდა არა მხოლოდ კულტურული, არამედ რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა.
ზოგს ეს კონცერტი არ მოეწონა იმის გამო, რომ წულუკიანს მოჰკრა წინა რიგში თვალი, ზოგს სალომე ზურაბიშვილის ხილვა არ ესიამოვნა და ზოგსაც ზოგიერთი სასულიერო პირის. ამით ნუ განვსჯით. წარმოდგენის პირდაპირ ტრანსლირებას შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში და მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან შთამბეჭდავი. თითქმის ორსაათიანმა გამოსვლამ, ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა და საგალობლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.
რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში ჩვენი ეკლესიის ეს ღონისძიება შეიძლება პროგრესულ ნაბიჯად ჩაითვალოს.
ეკუმენისტური მოძრაობიდან საქართველოს ეკლესიის განდგომა იყო იზოლაციონისტური, პრორუსული და ანტიევროპული ქმედება. ამან დააზიანა საქართველოს ინტერესები, რასაც დღემდე ვიმკით.
როგორც ამბობენ, მგალობელთა გუნდის გამოსვლები სხვა აუდიტორიების წინაშეც გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ასეთი მაღალპროფესიონალური კოლექტივი ქვეყანას და მის კულტურას ევროპაში ღირსეულად წარმოაჩენს.
შეგახსენებთ: ქართველი მგალობლების ხმა სიქსტეს კაპელაში გუშინ პირველად გაისმა.
ვატიკანში, ქართული საგალობლები, სიქსტეს კაპელას შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება.
„ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა რწმენის ადამიანი მეგობრობდეს, ერთად მღეროდეს და აჩვენებდეს იმ ჰარმონიას, რომელიც, ალბათ, ამ კონტინენტს გადაარჩენს. ბევრს არ ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო, ეს დღე დადგა, ყველას გილოცავთ. 29 ივნისს, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ ილია მეორის ავტორობით, „ავე მარია“ და მეორე საგალობელი – „შენ ხარ ვენახი“ წმინდა პეტრეს ტაძარში გაჟღერდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ipress.ge