ასწავლეთ თქვენ შვილებს: გოგოებსაც და ბიჭებსაც - თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა: ბაია პატარაია
ასწავლეთ თქვენ შვილებს: გოგოებსაც და ბიჭებსაც - თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა: ბაია პატარაია
კატეგორიის სხვა სიახლეები
გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე ავრცელებს.

მისივე თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

“მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.
შესაბამისად მიმაჩნია რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.

ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს. სამწუხაროდ ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე ცდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი.

ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.

მოგეხსენებათ, იმთავითვე ვამბობდი რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამდენად, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია.
ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!”, – წერს ნიკა მელია.
10:51 / 28.11.2022
მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, მისი ჰალუცინაციებით დადიან.
ამიტომ ხდება რომ ხაბე, უცებ შეიძლება ჭიად გადაიქცეს, რომელმაც მანამდე პოლიტიკა დატოვა, ახალი თაობის გზის დათმობის სურვილით, მაგრამ აი როცა დონორს დასჭირდა - დაბრუნდა",-ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


"გუშინ არ მეცალა სქროლვისთვის.
დღეს დილიდან ჩამოვსქროლე ჭაობი და ყიყინს გადავხედე.
"სანამ კეზერა ფულს აძლევდა, ხო კაი იყო" - ეს პრეტენზია აქვთ ჩვენ მიმართ.
მეგობრებო, დიდ შეცდომას უშვებთ, რომელიც დანაშაულზე უარესია.
პრობლემა ის არ არის, რომ კეზერაშვილი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს.
პრობლემა ისაა, რასაც ამ დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვს და იღებს.
(2018 წლიდან გადაწყვიტა რომ პოლიტიკური პროცესის ჩრდილიდან მართვის უნარები აქვს - ვინ მოატყუა, არ ვიცი).
პრობლემად ვთვლი იმას, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს თვითონ და ფულის შანტაჟით, საკუთარ ჭკუაზე დაარბენინებს პოლიტიკურ სპექტრს.
მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, მისი ჰალუცინაციებით დადიან.
ამიტომ ხდება რომ ხაბე, უცებ შეიძლება ჭიად გადაიქცეს, რომელმაც მანამდე პოლიტიკა დატოვა, ახალი თაობის გზის დათმობის სურვილით, მაგრამ აი როცა დონორს დასჭირდა - დაბრუნდა.
ჭია თავის თავს არ ეკუთვნის - დონორისაა.
ეტყვიან - პოლიტიკიდან წავა და ბოკერიასაც “მიაშანტაჟებს”.
ეტყვიან - დაბრუნდება და თავს ერთადერთ მაკონსოლიდირებელ ფიგურად გამოაცხადებს.
(ივანიშვილის პრემიერებივით)
ეს არის დამღუპველი ქართული დემოკრატიისთვის.
ერთია როცა დონორი პოლიტიკური სპექტრის იდეებს აფინანსებს.
ამ დროს პოლიტიკოსები არიან ანგარიშვალდებულნი საკუთარ ამომრჩეველთან და თავად აგებენ პასუხს მარცხზეც და გამარჯვებაზეც.
მეორეა როცა დონორი ხლართავს მანევრებს და პოლიტიკოსები ამ მანევრებს ერგებიან.
ამ დროს ისინი ვერ არიან ანგარიშვალდებულნი ამომრჩეველთან - მათი აღარც მარცხია და აღარც გამარჯვება. პირს რომ აღებენ დონორი საუბრობს, და არა თავად. იგივეა მედიაზეც - როცა მედიაში სტუმრობა დონორთან დამოკიდებულებაზეა მიბმული და არა საჯარო ინტერესზე, ეს მედია მედია არაა და ისეთი სამარცხვინო ხდება, როგორიც დღეს ფორმულა, ან მთავარია.",-წერს ჩერგოლეიშვილი
მე მესმის, რომ არამოდერნიზებული საზოგადოება ვართ და უფრო რთულია ადამიანებს პოლიტიკური პროცესის არსი გააგებინო, ვიდრე ტრადიციულ დემოკრატიებში.
ამასთან, ძალიან კორუმპირებული ელიტა გვყავს - ეს ელიტა საბჭოთა, წითელი ინტელიგენციის სულიერი მემკვიდრეა და გენეტიკურად გახრწნილია. მათი ხმა ჭაობში ექოდ ისმის და სხვა ბაყაყებიც იმეორებენ.
ისინი ასეთი ზედაპირულობით ცდილობენ ტალახში ამოთხვარონ ადამიანების მოტივაცია.
მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით და ავხსნით ჩვენს პოზიციას.
პრობლემა დაფინანსება არაა.
პრობლემა, ფულით შანტაჟით, ჩრდილიდან პროცესის მართვაა.
ჩრდილიდან მართვას და კეზერაშვილის მარიონეტობას რომ არ დავთანხმდით, ამიტომ არ ვიღებთ კეზერაშვილის დაფინანსებას.
და არა პირიქით. (როგორ წარმოგიდგენიათ, მორჩილები რომ ვიყოთ, ვინმემ ჩვენს კვალიფიკაციაზე უარი თქვას?)
ამიტომ ვიცი ზუსტად, რომ ყველა ვინც კეზერაშვილის ფულით დაფინანსებულ პროცესშია, მისი მარიონეტია - სხვა პირობით ეგ ფულს არ იძლევა და ვხედავთ კიდეც რა საცოდავ დღეშია სპექტრი.
ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლება მისი ჩრდილოვანი, რუსული ბუნების გამო მინდა პირველ რიგში.
და არ არსებობს, ერთი ჩრდილოვანი მმართველის, მეორე ჩრდილოვანი მმართველით ჩანაცვლებას დავუჭირო მხარი - პირიქით, ამ პროცესს ჩამოვანგრევ, ამას შევეცდები.
მითუმეტეს რომ ეს ჩრდილოვანი რბოლა წითელი დედოფლის რბოლა მგონია, რომელიც მარცხისთვისაა განწირული.
ივანიშვილის ჩრდილოვან რეჟიმს მხოლოდ ამომრჩეველთან ანგარიშვალდებული პოლიტიკური სპექტრი ჩაანაცვლებს და არა კეზერაშვილის მარიონეტები.
10:37 / 28.11.2022
ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გაუპატიურებული მონაზონი ქალი 70 წლისა ყოფილა და ისე სასტიკადაა ნაცემი, რომ კატასტროფის მანქანას თბილისში გადმოყავს.
19:40 / 26.11.2022
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის თქმით, კარს ღიას ტოვებს და მიიღებს ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის.
18:39 / 26.11.2022
ტელეწამყვანი და ინტელექტუალური კლუბის წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ფეისბუკგვერდზე საქართველოში ფემიციდის შემთხვევების მიზეზებზე წერს.
10:47 / 26.11.2022
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
11:28 / 25.11.2022
ეს სიმყრალე გამოაგორეს - ამ ნაგავს მოაწამლინეს ნახევარნაბიჯა ტყუილებით პოლიტიკური პროცესი
10:32 / 25.11.2022
სალომე ზურაბიშვილი იმ ქალს ჰგავს, ყველა მამაკაცს რომ ეპრანჭება, მაგრამ მოძალადე ქმრის ერთგულებას ინარჩუნებს… - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით
19:47 / 24.11.2022
კალენდარი
×