ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, შესაბამისად, 15 წელია რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთერთი ლიდერი სოზარ სუბარი წერს.