არც-ერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე წერს.
„აშშ-ს საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი. დაახლოებით იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის. არც-ერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება",- წერს ქარუმიძე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.