უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი ომის დროს დაინტერესებულნი სისტემატურად იტყუებიან, ვინაიდან შეიარაღებულ კონფლიქტში გამარჯვების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა საინფორმაციო ომის მოგებაც არის, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მარინა კალიურანდის განცხადებები, რომელიც წარმოშობით რუსია და გვარად - რანიევსკაია, ჩემთვის აბსოლუტურად რუსული ნარატივია, - ამის შესახებ გადაცემაში „სტუდია N8“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
სულ მქონდა ეს კითხვა: ჰეტეროების პარადი ან რაიმე მაგდაგვარი ოდესმე - სადმე გინახავთ? ვისი რა საქმეა ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რატომ აძალებენ ბავშვებს უყურონ იმას, რაც უმრავლესობისთვის არ არის მისაღები? რატომ ითხოვენ დავუკრათ ტაში და ეს ყველაფერი ვაყურებინოთ იმათ, ვისი ტვინიც გინდა არ გინდა მიმსგავსებლობაზე უფროა აგრესიული, ვიდრე - სწავლულობაზე? - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიცია არ უტარებს დაკითხვას არასრულწლოვანს თუ პედაგოგი და ფსიქოლოგი არ ესწრება, ეს განხილვასაც არ ექვემდებარება და ასეთი სენსიტიური თემის თავსმოხვევა ბავშვებისთვის არ არის უმძიმესი დანაშაული?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა კალიფორნიაში განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ტერიტორიაზე ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიება გააპროტესტეს.
აშშ-ში დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო! - ამის შესახებ ექსპერტი, ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, კალიფორნიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს, სადაც მშობლებმა სკოლის ტერიტორიაზე LGBTQ+ ღონისძიების ჩატარება გააპროტესტეს.
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კალიფორნიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექციის მიდგომებს აპროტესტებენ სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? ჯერ მიშა არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა, ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება.. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.