აბაშიძის განცხადებით, ლობისტური კომპანიისთვის გადასხდელი 420 ათასი დოლარის წარმომავლობა უცხოელი აგენტების ამერიკულ რეესტრში ვერ დაფიქსირდება. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილს, თანხები ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ძარცვით და იარაღის უკანონო ვაჭრობით აქვს მიღებული.
„ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი "თვითგათეთრებისთვის" მორიგ ჯერზე ხარჯავს დიდძალ თანხას, სანაცვლოდ მიიღებს ისევ ვერაფერს. მისმა ჯიბის ურეიტინგო „ფორმულამ“ აშშ-ში $420 ათასად დაიქირივა ლობისტური კომპანია Cornerstone. უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრი FARA ვერ დააფიქსირებს ავაზაკი კეზერაშვილის თანხის წარმომავლობას - ევროპელი პენსიონერებისგან წაღლეტილია, ქართული ჯარიდან მოპარულია თუ იარაღის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული დივიდენდებია. კრიმინალ კეზერაშვილს "თეთრი" ბიზნესი არც არასდროს ჰქონია. მისი ეს მორიგი დანახარჯი ისეთივე "ეფექტური" იქნება, როგორც ხაბეიშვილის ანდა "ფორმულას" მარგი ქმედების კოეფიციენტი.“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
