შიდა თუ გარე მტრების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფაქტი არის ერთი და ჯიუტი, საქართველოში არის მშვიდობა და გლობალური ომის პარტია, რადიკალური ოპოზიციის გამოყენებით თუ ისე, ვერ ახერხებს საქართველოში ვერც მეორე ფრონტის გახსნას და ვერც რევოლუციური სცენარის განხორციელებას.– წერს პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ქეთი ჩარკვიანი.
“ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ მმართველი გუნდი და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს გამართულად. ნებისმიერი მათი ქმედება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ჩანასახშივე არის განწირული.
ნათლად ჩანს, რომ მათი სწრაფვა რევოლუციისკენ განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, თავადაც კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ 0%. ამის დასტურია თუნდაც გუშინდელი რიგგარეშე არჩევნები, სადაც ვერც კი გაბედეს კანდიდატების დაყენება.”– წერს ჩარკვიანი.