ჯანმრთელობა
"ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები“, - ამის შესახებ ოზლემ თურეჯი აცხადებს, რომელმაც მეუღლესთან, კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორ უღურ საჰინთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა შექმნა.
19:51 / 22.03.2021
 
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს სისტემის მსხვერპლს უწოდებს.
19:03 / 22.03.2021
 
AstraZeneca-ს განცხადებით, მათი ვაქცინა ღორის ხორცისგან მიღებულ ინგრედიენტებს არ შეიცავს და ისლამურ კანონებს შეესაბამება.
17:36 / 21.03.2021
 
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ მეგი ბაქრაძე, რომელიც კოვიდის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, თბილისში ჩამოყვანის დროს ცოცხალი იყო.
20:21 / 20.03.2021
 
"ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.
21:00 / 18.03.2021
 
აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და AstraZeneca-ს ირგვლივ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება.
23:35 / 16.03.2021
 
ევროკავშირის მარეგულირებელი ევროპის წამლის სააგენტო AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
23:59 / 15.03.2021
 
ბავშვებში კოვიდინფიცირების რისკი დღესაც მაღალია. ოქტომბერ-ნოემბერში, ამ კატეგორიაში დღეში ინფიცირების 15-დან 20-მდე შემთხვევა გვქონდა. სწორედ ამიტომ მივეკუთვნებოდი ყველაზე მაღალი რისკის მქონე ექიმთა ჯგუფის კატეგორიას და ერთ-ერთი პირველი ავიცერი დღეს და ამ თემზე ორჭოფობა არ მქონია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „დღის ქრონიკაში“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.
19:06 / 15.03.2021
 
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პაატა იმნაძე ხვალ, 09:00 საათზე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში.
19:57 / 14.03.2021
 
Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვის მეშვეობით მედიკამენტ „მოლნუპირავირთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევის ახალ დასკვნებს უზიარებს საზოგადოებას.

როგორც გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, მედიკამენტი კვლევის მეორე ფაზის მიწურულშია და ახლა კვლევა უშუალოდ ადამიანებზე ჩატარდა.

ღოღობერიძის თქმით, კვლევის თანხმად, მედიკამენტი არა მარტო ცხოველებში, არამედ ადამიანებშიც ეფექტურია.

„მედიკამენტს ადამიანებშიც იგივე ეფექტურობა აქვს, რაც ცხოველებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან კარგი მომავალი შეიძლება ჰქონდეს.

ყველა პაციენტს, ვისაც აძლევდნენ ამ მედიკამენტს, 5 დღის შემდეგ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ვირუსი სხეულში. ხვდებით, ხომ რამდენად ძლიერი მედიკამენტია. ძალიან დამაიმედებელი შედეგებია, რადგან ასეთი მოქმედების წამალი, ჯერჯერობით კოვიდის წინააღმდეგ არ გვაქვს.

თუმცა ეს მხოლოდ მეორე ფაზის კვლევიდან გამომდინარეა, ახლა მესამე ფაზის მოლოდინში ვართ.

ახლა, რა ინფორმაციაც ჟღერდება, ეს ადამიანებზე გამოცდილი მეორე ფაზის კვლევის შედეგებია.

ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის გამოვლენას – თუ ადამიანი იქნება მსუბუქად დაავადებული,მიიღებს და აღარ იქნება გადამდები. გარდა ამისა, თუ დაავადებულია და მიიღებს, აღარ განვითარდება დაავადების მძიმე ფორმები.

ანუ ამ მედიკამენტს შეუძლია პოტენციურად დაასრულოს პანდემია, ძალიან მარტივად. ჯერ ერთი ვირუსის რაოდენობა თითქმის ნულზე დაყავს 5 დღეში და ამავდროულად, ხელს უშლის დაავადების მძიმე ფორმების განვითარებას.

ძალიან დიდია იმედი, რომ ამ მედიკამენტმა გაამართლოს“.- აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.
video: https://www.facebook.com/watch/Usmle.preparation.Ghoghoberidze.Giorgi/

19:07 / 13.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×