ჯანმრთელობა
ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური ტრადიციული მეთოდით გააქტიურებული „სინოვაკის“ ვაქცინა, რომელსაც ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე იყენებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
23:53 / 05.03.2021
 
მესამე ტალღა გარდაუვალია - რა პრევენციული ზომებია საჭირო, რომ საქართველო ამჯერად მაინც არ დაზიანდეს კორონავირუსის მძლავრი ტალღის გამო? კორონავირუსის მესამე ტალღა აუცილებლად იქნება, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანამ აღნიშნული ეტაპი უმტკივნეულოდ უნდა გადალახოს.
22:49 / 04.03.2021
 
ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმის, ნანა გეგეჭკორის განცხადებით, თუ საქართველოში დროული ვაქცინაცია არ დაიწყო, სიტუაცია უმართავი გახდება, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
22:43 / 03.03.2021
 
კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩინურ ვაქცინას არ შემოვატანინებთ, დღეისთვის ჩინური ვაქცინა არ არის სანდო, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყების შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.
21:00 / 03.03.2021
 
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ საქართველო უკეთ მუშაობს ვიდრე ისრაელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ვაქცინა აქვს, ყოველდღე მაინც ჩვენზე "ათჯერ მეტი" ახალი ინფიცირებულები ჰყავთ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
20:52 / 03.03.2021
 
ვაქცინების დისტრიბუციის საერთაშორისო მექანიზმ „კოვაქსის“ ცნობით, „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს 142 ქვეყანა მაისის ბოლოსთვის მიიღებს. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
23:33 / 02.03.2021
 
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირება უნდა მოხდეს.
როგორც მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, არაფერს ნიშნავს ვაქცინაციის სიმბოლური დოზებით შემოტანა – რამდენიმე 100 000 დოზა. მისი თქმით, უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი უნდა იყოს.

“ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში წლის ბოლომდე რამდენიმე 100 000 დოზა გვექნება, არც მოსახლეობის 60%-ის აცრას მოიცავს, ეს მხოლოდ იქნება ვაქცინაცია ვაქცინაციისთვის. ეს არ იქნება პანდემიის დაძლევისთვის. მთავარია, იყოს უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი. წლის ბოლომდე გარანტირებული დოზები უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მივიყვანოთ,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მანვე იმაზეც ისაუბრა, რომ ვაქცინაციის საკითხში ჩართული პრეზიდენტი და პრემიერიც უნდა ყოფილიყო.

“ისრაელის მაგალითზეც უნდა ვთქვათ, რომ იქ სახელმწიფოს პირველი პირები იყვნენ ჩართულები და ნამდვილად ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ ისრაელის მაგალითის საქართველოზე უნიფიცირება არ გამოგვადგება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ამაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი, პრემიერიც. უნდა ყოფილიყო წერილი წერილზე და თუ საჭირო იქნებოდა ვიზიტიც კი, რაც ჩვენ არ გვინახავს. თუ ფარულად განხორციელდა, ბუნებრივია, არ ვიცი”, – განაცხადა ბიძინა ლულუმბეგოვმა.
21:33 / 01.03.2021
 
მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის ტარება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
22:13 / 25.02.2021
 
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვკის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
18:56 / 24.02.2021
 
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 36 წლის ავთო ბურჯალიანის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია.
23:41 / 22.02.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×