ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა
კრემი:
წყალი - 500 მლ
ფქვილი - 3 ს/კ
შაქარი - 150 გ
მარგარინი - 250 გ
ვანილი
შოკოლადი - მოსართავად
მომზადება:
ფქვილი შაქარი და ვანილი ავურიოთ კარგად, დავასხათ მდუღარე წყალი, დავდგათ ქურაზე
და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 5-7 წთ. როდესაც ბოლომდე გაცივდება შევათქვიფოთ ოთახის
ტემპერატურის მარგარინი. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 4-5 ფირფიტა.
თითოეულ ფირფიტას გადავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ სამარხვო შოკოლადი.