კიდევ ერთი გემრიელი ბლინის რეცეპტი. გაამრავალფეროვეთ თქვენი ყოველი საუზმე :)
5 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
2 ჭიქა ხაჭო
4 ცალი დიდი კვერცხი
3⁄4 ჭიქა ფქვილი
1⁄2 ჭიქა ფქვილი ამოსავლებად
3 ს/კ შაქარი
1⁄2 ჩ/კ მარილი
1⁄2 ს/კ დარიჩინი
1 ჩ/კ საცხობი სოდა
1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
1 ცალი საშუალო ვაშლი
ზეთი შესაწვავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
დიდ თასში აურიეთ 2 ჭიქა ხაჭო, 4 ცალი კვერცხი, ¾ ჭიქა ფქვილი, 3 ს/კ შაქარი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დარიჩინი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ
2
1 ჩ/კ სოდა პატარა ჭიქაში ჩაყარეთ და დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი. აურიეთ და როცა აშუშხუნდება ცომს დაუმატეთ და კარგად შეურიეთ.
3
გათლილი და წვრილად დაჭრილი/გახეხილი ვაშლი შეურიეთ ცომს.
4
საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით 2–3 ს/კ ზეთი.
5
ფრიალა თეფშზე დაყარეთ ½ ჭიქა ფქვილი. ცომი სუფრის კოვზით ფქვილში გადაიტანეთ და ამოავლეთ. შემდეგ ფრთხილად აიღეთ და ზედმეტი ფქვილი მოაშორეთ.
6
წვით ზეთში ცხელ ტაფაზე 3–3 წუთით თითოეულ მხარეს. გადაინატეთ თეფშებზე და მიირთვით თბილი სასურველ ჯემთან ან არაჟანთან ერთად.