ვიტამინებით გაჯერებული სალათა მრავალფეროვანი ინგრედიენტებით.
1 ქათამი მოვხარშოთ, გავაციოთ თავისსავე ბულიონში და გავაცალოთ რბილობი.
2 კარტოფილს დავასხათ ცივი წყალი, მოვხარშოთ კანიანად, გავაციოთ და გავაცალოთ კანი.
3 სალათის ფოთლები და პარკი ლობიო დავჭრათ 2-3 ნაწილად, კარტოფილი, ქათმის ხორცი, შაშხი, კვერცხი, ვაშლი და კიტრის მწნილი დავჭრათ ნაჭრებად, დავუმატოთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
4 სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ ოხრახუშის ღეროებით, ქათმის ხორცითა და კვერცხის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!