ფორტუნას სტუმარმა შეფმზარეულმა ქეთი ბაქრაძემ სააღდგომო პასკის რეცეპტი გაამხილა.
მე პასკას კულიჩს ვეძახი. სულ მქონდა ნოსტალგია ისეთი კულიჩის მიმართ, რომელსაც ბებიაჩემი აკეთებდა, მე მიყვარს, მძიმე და სველი კულიჩი. ამიტომ რამდენიმე რეცეპტი შევაჯერე და გამომივიდა სწორედ ისეთი, როგორიც მინდოდა.
მთავარი არის კარგი კარაქი, არ უნდა დაგენანოთ, ჩემი საიდუმლო არის კონიაკში ან ბრენდიში, ვყრი ზაფრანას, ჯანჯაფილს, მუსკატს, კარდამონს და ვაყენებ 3-4 საათი.
ინგრედიენტები:
1 ლიტრი რძე
50 გრ. საფუარი
1,750 გრ. ფქვილი
800 გრ. შაქარი
500 გრ.კარაქი
ნახევარი ფორთოხალი და ნახევარი ლიმონი
5 კვერცხი და 3 კვერცხის გული.
ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მითი არ არის – სამზარეულოში უნდა იყოს სიმშვიდე, არ უნდა იყოს ორპირი ქარი, სითბოა საჭირო, ცომს უნდა ველოლიავოთ.
პირველ რიგში ვიღებთ თბილ რძეს, ვხსნით 50 გრამ საფუარს, ვამატებთ 2 სუფრის კოვზ ფქვილს და 1 სუფრის კოვზ შაქარს, კარგად ვხსნით, სანამ ფუშფუშდება ცომი, 5 კვერცხს და 3 კვერცხის გულს შაქართან ერთად კარგად ვთქვეფთ, შემდეგ ნახევარ ფორთოხალს და ლიმონს ბრენდის ნაზავში ვაბლენდერებთ, ვიწყებთ გარევას, მასას ვაცხობთ 25 გრადუსში. მე ცუკატებს არასდროს ვურევ, რადგან ისედაც არომატული გამოდის.
fortuna.ge