ოლადები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ტკბილი, მარილიანი, შიგთავსით…
ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ფუმფულა და გემრიელი ოლადები შემოწმებული რეცეპტების შემოთავაზებით. გამოგივათ პირველივე ცდაზე. ისინი მეორე დღესაც ჰაეროვანი დარჩება.
როგორ მოვამზადოთ ოლადები
ოლადები ფუმფულა რომ გამოვიდეს, ისინი უნდა მოამზადოთ კეფირზე, მჟავე რძეზე ან მაწონზე. იდეალური დესერტის მისაღებად დაიცავით მარტივი წესები:
1. ყოველთვის გაცერით ფქვილი. მშრალი და სველი პროდუქტები ცალკ-ცალკე შეურიეთ. შემდეგ კი სველ მასას დაამატეთ მშრალი პატარა პორციებად. ცომი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის.
2. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის: კეფირი ან რძე ცოტათი შეათბეთ.
3. სოდის გემო რომ არ იგრძნობოდეს, ცომში დაამატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
4. მზა ცომი დაასვენეთ 15 წუთი. შემდეგ აღარ აურიოთ! ცომი ნაპირებიდან ამოიღეთ კოვზით.
5. ცომში დაამატეთ 1-2 კოვზი ზეთი. ყოველი პორციის წინ ტაფას წაუსვით ცოტა ცხიმი.
6. გახსოვდეთ: ცოტა ინგრედიენტი = მეტი სიფუმფულე.
7. საუკეთესო ოლადები გამოდის ,,მძიმე” თუჯის ტაფაზე ან სპეციალურ ჭურჭელში შეწვისას.
8. თუ ოლადი შიგთავსს არ შეიცავს, თავსახურის დაფარება საჭირო არ არის. შიგთავსიანი ოლადები კი თავდახურულში შეწვით, მხოლოდ ერთ მხარეს.
9. ტაფაზე ოლადები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. შეწვით დაბალ ცეცხლზე, გადააბრუნეთ ბუშტების გაჩენისთანავე.
10. ცხიმის მოსაშორებლად მზა ოლადები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ.
წყარო:genius.ge