თვითრეგულირება ვერ მუშაობს ეფექტიანად, ქარტია მუშაობს, მაგრამ არ არის შედეგი, რადგან სიძულვილის და ყალბი ინფორმაციის დოზა იზრდება მედიაში და ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები არაეფექტიანია, ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ რა ზიანს იღებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება, თვითრეგულირება როგორც არ უნდა გავაძლიეროთ ამას არ ექნება შედეგი, რადგან არცერთ ქვეყანაში მხოლოდ თვითრეგულირებამ შედეგი არ გამოიღო,- განაცხადა პარლამენტში კახა ბექაურმა ყალბი ინფორმაციის საფრთხეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.