მაია ასათიანი „ტვ პირველის“ თანამშრომელი აღარ არის. მან ტავისი გუნდის წევრებთან ერთად ტელეკომპანია ახლახან დატოვა, შესაბამისად, „პროფილი“ აღარ გავა ამ არხზე. „პროფილის“ გუნდი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ბოლო პერიოდია, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაია ასათიანი „ტვ პირველზე“ „პროფილის“ ახალ სეზონს აღარ წაიყვანდა. მიზეზებზე არ საუბრობენ. მიზეზი არ დაუსახელებია არც ტელეკომპანიის დირექტორს, ვატო წერეთელს, რომელმაც „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა მაია ასათიანის წასვლის ამბავი და აღნიშნა: „ჩვენი გზები გაიყარა“, თუმცა მეტის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.