მასმედია
დღეს, 25 ივლისს, ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში "ევრონიუს საქართველოს" დაფუძნების თაობაზე. სილქნეტის ინფორმაციით, "ევრონიუს საქართველო" იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.
16:21 / 25.07.2019
 
"იმედის" საინფორმაციო სამსახურს ამიერიდან ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. "პირისპირის" და "იმედის კვირის" წამყვანს ახალ ამპლუაში თანამშრომლებს დღეს წარუდგენენ.
14:40 / 25.07.2019
 
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სხვა ადგილიდან და სხვა ფორმატით ბრძოლას აანონსებს.
01:14 / 22.07.2019
 
სოციალური ქსელი "ტვიტერი" გაითიშა. ტექნიკური გაუმართაობის შესახებ მომხმარებლები მიკრობლოგთან წვდომას აშშ-ში, ევროპაში, იაპონიასა და საქართველოშიც ვერ ახერხებენ.
01:15 / 12.07.2019
 
"რუსთავი 2"- ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დღეს პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დააყენებს, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.
15:36 / 10.07.2019
 
ტელეკომპანია "რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს."ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა "პოსტ კრიპტუმში" გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიის პოზიცია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები.
01:38 / 08.07.2019
 
ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნის გამო საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ბოდიშს უხდის. "12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი.
16:29 / 12.05.2019
 
გია გაჩეჩილაძე პირველ არხზე გადაცემას წაიყვანს.
14:41 / 05.04.2019
 
სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია "იბერია"-ს 18 ჟურნალისტის სარჩელი, რადგან ტელეკომპანიის მოულოდნელი დახურვის გამო, თანამშრომლებს გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულება შეუწყდათ.ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შრომის კოდექსი 2 თვიან კომპენსაციას, 1 კვირის სახელფასო დავალიანებას და 0,07% პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა.
15:23 / 11.03.2019
 
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ის ტელევიზიები, რომლებიც სექსუალური ხასიათის, ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან დაკავშირებულ მასალას შესაბამისი ნიშანდებისა და კანონით განსაზღვრული დროის დაცვის გარეშე გაუშვებენ, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც "ბავშვის უფლებათა კოდექსს" განიხილავენ.
14:49 / 04.03.2019
 
კალენდარი
×