მართალი გითხრათ, გუშინ გადაცემის წაყვანა ძალიან გამიჭირდა. ჯერ ერთი ემოციურად. გულწრფელად გეუბნებით ტალახში ამოგანგლულად ვგრძნობ თავს, თითქოს ჩავეშვი ტალახის გუბეში და მერე იქიდან ამოვედი, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “რეაქციაში” განაცხადა, რომლის გადაცემაშიც გუშინ ფარული ჩანაწერები გავიდა, რომელიც მისი თქმით, სუს-დან მიაწოდა კონფიდენციალურმა წყარომ.