მასმედია
ჟურნალისტი ვაკო ავალიანი ტელეკომპანია “მაესტროს” ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
23:24 / 15.07.2021
 
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც „პოსტივის“ უძღვნის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ამ არხის მიერ გაჟღერებული ვერსია, თითქოს აქციის ორგანიზატორებს რევოლუცია უნდათ, საფუძველს მოკლებულია:
19:44 / 15.07.2021
 
“მართლა შეუშინებია მედიას ესენი. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი. ხოდა, ეგეთები გვინახავს? ესეც გაივლის! მედიას კი ვერავინ მოერევა !” – ამის შესახებ ტვ “პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, სადაც ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატების პოზიციას, რომლებმაც დღეს ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტებს კომენტარების მიცემაზე უარი უთხრეს.
19:40 / 15.07.2021
 
“ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია დღეს და მერჩით, როდის ვიყავი სხვანაირი? – არც არასდროს! ამიტომ ნუღა იწუხებთ თავს ჩემი დამუნათებით. ამ საქმეში, ამ რეალობაში, გზა უკან არ არსებობს. აღარ დაგვიტოვეს”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი და გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგრა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
22:52 / 14.07.2021
 
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.
10:20 / 14.07.2021
 
"რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ბოლომდე შევასრულებთ. ვაჩვენებთ ყველას, რა ძალა აქვს ერთიან და გაბრაზებულ მედიას.
19:43 / 13.07.2021
 
“ამხელა ტრაგედია დატრიალდა, ვერც ერთი ვერ ბედავს მოსვლას. რა ჰგონიათ, რომ რას ვიზამდით ჩვენ აქ… სამძიმარზე ვერ მოდიან. ერთადერთმა ადამიანმა გაბედა, მივიდა დედასთან და სამძიმარი უთხრა – სალომე ზურაბიშვილმა. ვერავინ სხვამ, ვერ გაბედა”.
19:32 / 13.07.2021
 
რუსთი კი არ მოდის, რუსეთი მოვიდა! საქართველოში მედიაოჯახთან ბრძოლა თქვენი დამარცხებით სრულდება! – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა მაია ასათიანმა განაცხადა.
22:48 / 12.07.2021
 
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს, 13 ივლისს შეუერთდნენ მსვლელობას გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სახლიდან ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაომდე, სადაც ლაშქარავას დაკრძალავენ.
22:28 / 12.07.2021
 
„წვერიანო, უწვერო, თავსაფრიანო - დაგიდგებათ ერთი დღე, როცა სახლში შემოგივარდებიან, როცა რაღაცის თქმა მოგინდებათ და არსად გეყოლებათ ჟურნალისტი“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რითაც ის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
16:31 / 11.07.2021
 
კალენდარი
×