მასმედია
ვადასტურებ, რომ ტვ პირველი მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო "პროფილის" გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება: მაია ასათიანი
ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ მან „ტვ პირველი“ დატოვა.
00:10 / 30.09.2021
 
მაია ასათიანი „ტვ პირველის“ თანამშრომელი აღარ არის. მან ტავისი გუნდის წევრებთან ერთად ტელეკომპანია ახლახან დატოვა, შესაბამისად, „პროფილი“ აღარ გავა ამ არხზე. „პროფილის“ გუნდი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ბოლო პერიოდია, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაია ასათიანი „ტვ პირველზე“ „პროფილის“ ახალ სეზონს აღარ წაიყვანდა. მიზეზებზე არ საუბრობენ. მიზეზი არ დაუსახელებია არც ტელეკომპანიის დირექტორს, ვატო წერეთელს, რომელმაც „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა მაია ასათიანის წასვლის ამბავი და აღნიშნა: „ჩვენი გზები გაიყარა“, თუმცა მეტის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
18:52 / 29.09.2021
 
პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა.ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან განხორციელდა.
20:19 / 28.09.2021
 
85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20:39 / 27.09.2021
 
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოაგდეს.
20:19 / 15.09.2021
 
ტელეკომპანია იმედი ყოფილ პრემიემინისტრმ გიორგი გახარიას ეთერის დათმობაზე უარს ეუბნება და აცხადებს, რომ გახარიამ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და მათ დროს არსებული მედიაგარემო ქართულ მედიასივრცეში დღეს არსებულ მოცემულობასთან კიდევ ერთხელ გააიგივა. იმედის განცხადებით, გახარიამ შეურაცხყოფა მიაყენა მათ არხს და მის თანამშრომლებს, როცა ბრალი დასდო, თითქოს ისინი მაყურებელს რეალობას უმალავენ და მოდელირებულ ქრონიკებს დგამენ.
21:57 / 09.09.2021
 
„კურიერის“ წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა ახალ მეწყვილედ გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წარადგინა.
22:21 / 06.09.2021
 
5 სექტემბერს გამთენიისას “ტვ პირველის” ცენტრალური სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გადის საინფორმაციო გამოშვება და პარალიზებულია მაუწყებლობა.
14:07 / 05.09.2021
 
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხის ცენტრალური სერვერი გათიშულია.
12:43 / 05.09.2021
 
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
19:16 / 01.09.2021
 
კალენდარი
×