
„პროფილის“ დაბრუნებას გადაცემის წამყვანის, მაია ასათიანის მხარდამჭერების დადებითი შეფასება მოჰყვა.
მაია ასათიანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით. დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის.
მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი ეს თქვენი დამსახურებაცაა, მადლობა ამისთვის”, - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.