
მისი თქმით, მან უდუმაშვილს განმარტება მისცა იმის შესახებ, რომ ეს რეპუტაციულად მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
როგორც გვარამიამ გადაცემა „რეაქციას“ ეთერში აღნიშნა, ზალიკო პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს და მალე პარტიულ თანამდებობაზეც დაინიშნება
„რამდენაც ჩემთვის ცნობილია ,ზალიკო პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს ,მათ შორის პარტიულ თანამდებობაზეც დაინიშნება სავარაუდოდ ძალიან მალე.ტელევიზიაში მის მობრუნებაზე საუბარი არ არის.ზალიკომ გადაწყვეტილება მიიღო და ეს არ იყო ჩემს მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემგან მიიღო განმარტება, რომ ტელევიზიაში მისი დაბრუნება უახლოეს მომავალში ვერც განიხილებოდა, ეს არც რეპუტაციულად არის სწორი ტელევიზიისთვის და არც სხვაგვარად მიზანშეწონილი“,-განაცხადა გვარამიამ.