"რადიო თავისუფლების" ვიცე პრეზიდენტი ნენად პეჯიკი თბილისში ჩამოსვლას აპირებს - წერს "ლიბერალი" რადიოს პრეზიდენტის წერილზე დაყრდნობით.
მენეჯმენტსა ქართული ბიუროს ხელმძღვანელ დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოებაზე ინფორმაცია 23 იანვარს გავრცელდა.
BBG Watch-მა ვაშინგტონსა და თბილისში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ახორციელებს და "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას აიძულებს.
ქართულმა ბიურომ 25 იანვარს განაცხადა, რომ მენეჯმენტმა დავით კაკაბაძის გათავისუფლება გადაწყვიტა და პრეზიდენტ ტომ კენტს წერილობითი პროტესტი გაუგზავნა.
თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა 31 იანვარს დატოვა.