"ტვ პირველის“ ეთერში შემდეგი კვირიდან ბევრი სიახლე იგეგმება. წამყვანებთან ერთად გადაცემებს თანაწამყვანებიც ეყოლებათ.
ნინი ჟიჟილაშვილთან ერთად პოლიტიკურ თოქ-შოუს პოეტი რატი ამაღლობელი გაუძღვება. დიანა ტრაპაიძესთან ერთად ექსპერტი გია ხუხაშვილი წაიყვანს გადაცემას, ხოლო ვახო სანაიას თანაწამყვანი "ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება.
ჟურნალისტობას არ ვაპირებ. მხოლოდ თანაწამყვანი ვიქნები, და პოლიტიკურ თემებს მიმოვიხილავ", - განაცხადა "2020NEWS“ -თან ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა.
"რადგან არხის ხელმძღვანელობამ უკვე თქვა, მეც გეტყვით, რომ თებერვლიდან ვახო სანაიასთან ერთად მიმოვიხილავ მიმდინარე ამბებს "ტვ პირველის“ ღამის ეთერში - კვირაში ერთხელ. იმედი მაქვს, საინტერესო გამოვა - შევეცდებით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.