გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა ის არხზე რჩება და თოქშოების” მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.
ამის შესახებ მან “აიპრესს” განუცხადა.
“კი, ზუსტად ასეა. 2 დღის წინ გვქონდა თათბირი და მე ვუთხარი, რომ მე აღარ ვარ საინფორმაციოს უფროსი.
დიახ, არხზე ვრჩები. ახლაც “ფორმულაში” ვარ და შეხვედრა მაქვს. თოქშოების მიმართულებით ვიმუშავებ. ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით ვთვლით საჭიროებას, რომ მუშაობა განვითარდეს”, – განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.