მაქვს ინფორმაცია, რომ მამაჩემის და ხაზარაძის დაჭერა უნდათ – მერე ივანიშვილი ივაჭრებს დასავლეთთან და ორივეს პრეზიდენტი შეიწყალებს, – ამის შესახებ “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ უნდათ მამაჩემის – ავთო წერეთლის და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის – არა. მერე, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს დაუწყებს ვაჭრობას და თუ გამოივაჭრებს რამეს, სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ერთსაც მეორესაც. რაღაც ასეთი გეგმის ნაწილია. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს.
მამა მზად არის, რომ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უკანონოდ ჩაჯდეს ციხეში და იყოს პოლიტპატიმარი. ტელევიზია უფრო მწვავე და კრიტიკული იქნება. ჩემთან ვაჭრობას აზრი არ აქვს და გამორიცხულია, რომ მე მევაჭრონ”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.