ინგა გრიგოლია წერს, რომ კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა თავს ისევ სუსტად გრძნობს და იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ფრინველის გრიპის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას:
„ღმერთო, რა კარგი დრო ყოფილა, ლადო ჭიპაშვილი რომ გვწყევლიდა, წლების წინ, საახალწლოდ, ნახევარი საქართველო გაიჟუჟებით ფრინველის გრიპითო… ახლა რისი გრიპი გვაქვს, აზრზე არ ვართ და ისე ვღაფავთ სულს. კორონა აღარ მაქვს, მაგრამ ისე მიმაგდო, ძლივს დავდივარ და ქათმის არ ჯობდა ამას?“