“ტვ პირველის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა ვასილ დაბრუნდაშვილმა ტელეკომპანია დატოვა. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
მადლობით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი– ზე ორ წელი ჩემი საქმე ვაკეთე. მადლობა, ჟურნალისტების ძალიან მაგარ თაობას, სტუდიის ოპერატორებს, რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს.
ვთვლი, რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი ამ არხის განვითარების ისტორიაში ჩემი შრომით მეც შევიტანე. პერსონალურ მადლობას ვეტყვი ჩემს მეწყვილეს, მართლა ცალკე სიამოვნება იყო შენთან ერთად საქმის კეთება. Eko Magradze
მადლობა არხის მენეჯმენტს და რათქმაუნდა მადლობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თანამშეომლობისთვის და ბევრ სიტუაციაში ურთიერთანადგომოსთვის. ამ არხს, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, მეტ საინტერესო პროექტს, ბევრ მაყურებელს და მაღალ რეიტინგს.” – წერს ვასილ დაბრუნდაშვილი.
სად გააგრძელებს მუშაობას ჟურნალისტი, ამაზე ის არაფერს წერს.
ipress.ge