მე 2011 წლის დამკვეთებს, მათ ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშინებდა და აგინებდა და დღეს ამ შავი პიარის მანქანის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ - ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან - დედის სიყვარული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ბერა ივანიშვილმა განაცხადა. მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ის, ვისაც საკუთარი დედა არ უყვარს „უბრალოდ საცოდავი ადამიანია“.