ამერიკელ რეპერ კანიე უაესტს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა ვიცე-პრეზიდენტად რეპერ Jay-Z-ის ხილვა სურს. ამის შესახებ TMZ წერს.
მანამდე ამ თანამდებობაზე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანიე ქოუჩი მიშელ ტიდბოლის დანიშვნას აპირებდა. თუმცა ახლა გადაიფქრა. თუ Jay-Z-ისგან პრეზიდენტობის კანდიდატი თანხმობას მიიღებს, მაშინ ტიდბოლს სხვა თანამდებობას შესთავაზებს.
16 ივლისს კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. საბუთებში რეპერმა აღნიშნა, რომ „დაბადების დღის პარტიას“ წარადგენს.
კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. მას მხარდაჭერა მეუღლე კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა გამოუცხადეს.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.