მაიკლ ჯორდანმა აუქციონზე ის ფეხსაცმელები გაიტანა, რომელიც 1985 წელს, იტალიის ქალაქ ტრიესტეში გამართული მატჩის დროს ეცვა.
ზუსტად 35 წლის წინ ჩატარებული ამ შეხვედრის დროს, ჯორდანმა ბურთის კალათში ჩატენვა სცადა, რის შემდეგაც ფარი გატყდა.
როგორც ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი აცხადებს, Air Jordan-ის სპორტულ ფეხსაცმელში ჯერ კიდევ ჩარჩენილია მაშინდელი ნატეხები და აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 850-ათასი დოლარი იქნება.