ინდოელმა ფოტოგრაფმა შავი და ხალიანი იშვიათი ფოტო გადაიღო.
ფოტოზე ჩანს, თითქოს შავი ლეოპარდი ხალიანი ლეოპარდის ჩრდილია. ფოტოგრაფმა მათ "მარადიული წყვილი" უწოდა. იმისთვის, რომ ეს კადრი დაეფიქსირებინა, ფოტოგრაფი მათ ექვსი დღის განმავლობაში ერთ ადგილას უცდიდა.
"ამას ხშირად ვერ ნახავ - შესაძლოა, ცხოვრებაში ერთადერთხელ ნახო. შემეძლო, რომ ამგვარი მომენტისთვის 6 წელსაც მეცადა", - თქვა ფოტოგრაფმა.