გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში მელამ 100-მდე ფეხსაცმელი მოიპარა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ზელენდორფში მოხდა. უბნის მოსახლეობამ შეამჩნია, რომ თუ ფეხსაცმელს გარეთ ტოვებდნენ, ის სწრაფად ქრებოდა. საიდუმლო ადგილობრივმა კრისტიან მეიერმა ამოხსნა, რომელიც თავის სპორტულ ფეხსაცმელს ვერ პოულობდა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი მან უბანში მელა დაინახა, რომელსაც ხახაში ცისფერი ფეხსაცმელი ეკავა. მეიერმა „ქურდს“ ფოტოც გადაუღო. კაცმა მელის სამალავიც აღმოაჩინა, სადაც კიდევ 3 წყვილი ფეხსაცმელი იპოვა, რომლებიც მფლობელებს დაუბრუნა.