ინდონეზიელი ღარიბი მესაფლავე ჯოშუა ჰუტაგალუნგერის სახლს მოულოდნელად მოზრდილი ქვა დაეცა. მესაფლავე ამ დროს სუმატრაში თავის სახლთან ახლოს მუშაობდა.
„როცა ქვა ავიღე, ისევ თბილი იყო. მაშინვე ეჭვი გამიჩნდა მეტეორიტზე, რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს განზრახ ამხელა ქვა ესროლა ჩემი სახლისთვის“, – უთხრა 33 წლის იღბლიანმა მამაკაცმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Kompas-ს. თითქმის 2.1 კილოგრამიანი ქვა, რომელიც სწორედ მისი სახლის სახურავს მოხვდა და დააზიანა, 4,5 მილიარდი წლის მეტეორიტი აღმოჩნდა. მეტეორიტი კლასიფიცირდა, როგორც ნახშირბადის ქონდრიტი CM1/2 (CM1/2 carbonaceous chondrite) – მეტეორიტების უიშვიათესი სახეობა. კოსმოსური ქვა გრამი დაახლოებით 850 აშშ დოლარად შეფასდა და ჯოშუას მეტეორიტის მთლიანი ღირებულება 1 858 556 აშშ დოლარი გამოვიდა. მიღებული ფულის ნაწილით 33 წლის ინდონეზიელი მესაფლავე აპირებს, თავის სოფელში ეკლესია ააშენოს. ცნობისთვის, დედამიწაზე ჩამოვარდნილი ყველა მეტეორიტის ღირებულება და შეფასება მათი ასაკისა და წონის შესაბამისად ხდება: ერთი გრამის ფასი 5 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარამდე აღწევს.