რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი ქართული ბრენდის, MACH & MACH-ის ფეხსაცმლით გამოჩნდა. ვარსკვლავმა „ინსტაგრამის სთორიში” 205-მილიონ გამომწერს ფოტოები გაუზიარა, სადაც ქართული წარმოების ფესაცმლით პოზირებს, ფოტოზე კი ბრენდის გვერდი მონიშნა.
ცნობისთვის, ქართული ბრენდი MACH & MACH ექსპორტზე როგორც ევროპაში, ასევე აზიაში გადის. ის ქალის სამოსის ხაზს, ფეხსაცმელებს, სათვალეს და ჩანთებს აწარმოებს. ის ვარსკვლავების დიდ მოწონებას იმსახურებს. ბრენდის ტანისამოსი კეტი პერიმ და კაილი ჯენერიმ მოირგეს.