რეალითი შოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე ვესტთან განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა. სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და კარდაშიანებმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურეს.წყვილი თითქმის შვიდი წელია, რაც ქორწინებაშია და ოთხი შვილი ჰყავთ.
ამერიკული მედიის ცნობით, 40 წლის კარდაშიანმა შვილებზე ერთობლივი იურიდიული და ფიზიკური მზრუნველობა მოითხოვა.
ეს წყვილი მსოფლიო შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია წყვილი. ორივე მათგანმა დიდ წარმატებას მიაღწია.