დედოფალ ელიზაბედს მეუღლის დაკარგვით გამოწვეული მწუხარების გადატანაში ორი ახალი ლეკვი ეხმარება. როგორც ამბობენ, დედოფალმა ძაღლები მას შემდეგ დაიბრუნა, რაც პრინცი ფიოლიპი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალს ორი ლეკვი მისმა ვაჟმა იმ დროს აჩუქა, როდესაც მისი საყვარელი მეუღლე საავადმყოფოში იყო.
ცნობისთვის, პრინცი ფილიპი 9 აპრილს, გამთენიისას გარდაიცვალა. გასულ შაბათს, კოვიდის წესების დაცვის შესაბამისად შედგა დაკრძალვა, სადაც შავებში ჩაცმული დედოფალი მარტო იჯდა სამლოცველოში, ქმრის კუბოსთან პირისპირ.აქამდე დედოფალს პირობა ჰქონდა დადებული, რომ იგი შინაურ ცხოველს აღარ იყოლიდება. ეს გადაწყვეტილება დედოფალმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი საყვარელი ძაღლი 2020 წელს გარდაიცვალა.
„დედოფალი არ აპირებდა ახალი ძაღლების მიღებას, რადგან ეშინოდა, რომ იგი ძალიან დაბერდებოდა“,- ამბობს წყარო სამეფოდან.
ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს