რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, გეი ბავშვების მშობლებმა შვილები არ უნდა დაგმონ და მათ მხარი უნდა დაუჭირონ, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„მშობლებმა, რომლებიც ბავშვებში განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას ხედავენ, შვილები არ უნდა დაგმონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას არ შეუძლია მიიღოს ერთსქესიანთა ქორწინება, მას შეუძლია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო კავშირის კანონებს, რომლებიც მიზნად გეი პარტნიორებისთვის პენსიების, ჯანმრთელობის დაცვისა და მემკვიდრეობის საკითხებში ერთობლივი უფლებების მინიჭებას ისახავს.
გასულ წელს ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ კათოლიკე მღვდლებს არ შეუძლიათ, განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირები დალოცონ.
კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ გეებს პატივისცემით უნდა მოეპყრონ და რომ, მართალია, ერთსქესიანთა ქმედებები ცოდვაა, თუმცა ერთსქესიანთა მიდრეკილებების შემთხვევაში ასე არ არის.