გუშინ გავრცელდა Elle-ის რუსული გამოცემის მარტის ნომრის სამი ყდა, წარწერით "თაობა Z - Make the world great again". უკრაინის ტერიტორიაზე ომში გამოყენებულ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე არსებული Z სიმბოლიკის გამოყენებამ ჟურნალის ყდაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ამერიკული #Elle-ის ოფიციალური განაცხადში ნახსენებია, რომ კომპანიამ შეწყვიტა საგამომცემლობო პარტინორობა რუსეთში და მათ აღარ აქვთ კავშირი Elle Russia-სთან.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინა მუხინამ, რომელიც Elle Russia-ს რედაქტორია, ოქტომბერში გამოსცა ნომერი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შორის "მეგობრობაზე", სადაც მან აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.