ამის შესახებ მკითხველს „მოსკოვსკი კომსომოლეცი” ატყობინებს
შემთხვევა 22 აგვისტოს, პეროვოს რაიონში, პლეხანოვის ქუჩაზე მოხდა. მოსკოველის 36 წლის ქმარმა, რომელიც სახლში მოულოდნელად მიბრუნდა, საკუთარ ბინაში შესვლა ვერ შეძლო, რადგან კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. დაკეტილ კარს მიღმა ქმარს მამაკაცის ხმა და ცოლის სიცილი მოესმა, მაგრამ კაკუნზე არავინ უპასუხა.
ქმარმა გასაღები საკეტში დატოვა, თავად კი სწრაფად გაიქცა და ქუჩაში შემთხვევით გამვლელ პოლიციის გამოძახება სთხოვა.
ქმარი პოლიციის მისვლას ელოდებოდა, როდესაც მის სახლში მყოფი ცოლის საყვარელი მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
როდესაც ქმარი მიხვდა, რომ მამაკაცი მის ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა, მივარდა მას და მუშტებით ცემა დაუწყო. ჩხუბი პოლიციის მოსვლის შემდეგ შეწყდა. ქმარი პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად, ცოლის 29 წლის ორმაგად უიღბლო საყვარელი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ipress.ge