50 წლის სელმა ბლერი, რომელსაც 2018 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დუსვეს, წელს People’s Choice Awards-ის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. მსახიობი დაჯილდოებაზე ხელჯოხით მივიდა, რადგან დიაგნოზის გამო, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. მსახიობის მხარდასაჭერად მივიდა მისი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი ფილმიდან „სასტიკი თამაშები“, სარა მიშელ გელარი. სწორედ გელარი დაეხმარა სელმას სცენაზე ასულიყო.