მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს და წერს, რომ „ამერიკის ვარსკვლავის” დიდ ოჯახში დაბრუნებით ბედნიერია.
მისივე თქმით, საზოგადოება შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, ვისთან იმღერებს დუეტს მუსიკალური პროექტის ფინალში.
„ბედნიერი ვარ, რომ ოჯახში დავბრუნდი. შოკში ჩავარდებით, როდესაც გაიგებთ, ვისთან ვიმღერებ დუეტს „ამერიკის ვარსკვლავის” ფინალში”, – წერს ნუცა ბუზალაძე.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ „ამერიკის ვარსკვლავში” მიიღო მონაწილეობა, სადაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და საუკეთესო 12 მონაწილეს შორის მოხვდა.
fortuna.ge