ცოტა ხნის წინ შაკირამ ჟერარ პიკესთან განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. მან პოსტი გამოაქვეყნა:
„გულისწყვეტით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა, შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, – აცხადებს შაკირა.
ახლა კი ირკვევა, რომ განშორების მიზეზი მართლაც ფეხბურთელის ღალატი გახდა. პიკემ შაკირას ყოფილი თანაგუნდელის, „ბარსელონას“ მოთამაშის, პაბლო გავის დედასთან უღალატა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს. როგორც კი შაკირამ ეს ფაქტი გაიგო, მეუღლე სახლიდან გააგდო, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.