ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ მისი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მძიმე დაავადება, რომელსაც ის ბოლო წლები ებრძოდა, სრულად არის დამარცხებული.
ზურა ხაჩიძე:
„ხათუნა გამოკვლევებზე თურქეთში იყო წასული და მინდა გახაროთ, რომ ძალიან კარგი ამბებით დაბრუნდა. მისი ავადმყოფობის ყველა პროცესი უკან არის დახეული. აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს ჩართვებს სოციალურ ქსელში და აღვადგენთ ჩვენს მსმენელთან კონტაქტს. გვინდა, რომ ჩვენი ჩართულობით ადამიანების ნეგატიური ყოფა შევცვალოთ და რაც შეიძლება მეტ პოზიტიურ და აქტუალურ თემაზე ვისაუბროთ“.
როგორც ზურა ამბობს, ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, პირად ცხოვრებას უფრო დიდ დროს უთმობს:
„ოჯახს დიდ ყურადღებას ვუთმობ. ამ ზაფხულს მე და ხათუნამ დიდი დრო გავატარეთ ერთად…“