სულ მალე გაყიდვაში გამოვა პრინცი ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნი, უფრო კონკრეტულად კი წიგნის პრეზენტაციის თარიღად 10 ნოემბერი დასახელდა. უკვე დღეს ინტერნეტში გამოჩნდა წიგნის ყდა და სახელწოდება, რომელმაც მედიას ახალ სკანდალზე მიანიშნა. სავარაუდოდ, ახალ წიგნში ჰარი ისაუბრებს თავის მეორეხარისხოვან როლზე სამეფო ოჯახში, ზეწოლასა და ტრავმაზე, რომელიც მან ჯერ დედის გარდაცვალების, შემდგომ კი, დაქორწინების შემდეგ მიიღო.
სკანდალურია თავად წიგნის სახელწოდებაც, მას „სათადარიგო“ ჰქვია, მეორენაირად მას „ტახტის სათადარიგო მემკვიდრე“ ჰქვია. წიგნის ყდაზე თავად პრინცი ჰარია გამოსახული და ფოტოს ავტორი რამონ როსალესია.